Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში მსხვერპლით დასრულდა

107

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში. შემთხვევა სოფელ იყალთოში მოხდა.

27 წლის ხალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ავტომანქანას თავად მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მიღებული დაზიანებებით, დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი