თელავის ისტორიულ მუზეუმში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა

დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, ერეკლე მეორეს სახლ- მუზეუმს, დამთავლიერებელი დასვენების დღეებში მოემატა.
მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხიშვილის განმარტებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ვიზიტორების რიცხვი უკვე გაიზარდა.
” ვიზიტორების რაოდენობა აშკარად გაიზარდა. ბევრად მეტია, არასუშაო დღეებში, ანუ შაბათ- კვირას. ეს რასაკვირველია, პანდემიამდე რაოდენობა არ არის, მაგრამ იმ შემცირების ფონზე, რაც გვქონდა, ბევრად მეტია. შესაბამისად, შემოსავალიც მცირედით გაიზარდა.ჩვენთან რეგულაციები ისევ ძალაშია, ათ დამთვალიერებელზე მეტი ერთად არ შეიძლება, თუ აჭარბებს, ორ ჯგუფად ვყოფთ. კორონა ვირუსის შემთხვევაც ზამთრის შემდეგ, აღარ გვქონია”- განაცხადა ურჩუხიშვილმა, რადიო ჰერეთთან.
თელავის ისტორიული მუზეუმი, კორონა ვირუსის პანდემიის დროს ორჯერ დაიკეტა.
პირველი, ხანგრძლივი ლოქდაუნის პირობებში, მუზეუმმა შემოსავლები თითქმის დაკარგა.