მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
გურჯაანში მამა-შვილს მეორე დღეა ეძებენ
მეორე დღეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში, მამა – შვილს ეძებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ლევან მარკოზაშვილი გუშინ,15 მაისს სახლიდან 5 წლის შვილთან ერთად გავიდა და მთელი ღამის განმავლობაში არ გამოჩენილა.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი “ნივის” მარკის ავტომობილით, ტყეში შეშის მოსაგროვებლად შევიდა.
დაკარგულ მამა- შვილს ადგილობრივები საკუთარი ძალებით ეძებენ.
ფართო სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად, ოჯახი პოლიციას უკვე დაუკავშირდა.