მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ევროპული საქართველო” აქციზის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავს

აქციზის გაუქმების მოთხოვნით „ევროპული საქართველო“ აქციას მართავს. პარტიის წევრების განცხადებით, საწვავის ფასი, რომელმაც რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, აქციზის გაუქმების შემთხვევაში 40 თეთრით შემცირდება.

“მარტივი ნაბიჯი, რომელიც შეუძლია და ვალდებულია გადადგას ნებისმიერმა მთავრობამ ასეთ პირობებში ეს არის გადასახადების დაწევა, საგადასახადო წნეხის შემცირება ყველა მოქალაქისთვის, საწვავი ფასი, რომელიც საერთაშორისო ფასებს რომ თავი დავანებოთ, რომელიც ჩვენი მთავრობის კონტროლის მიღმაა, გაზარდა ივანიშვილის რეჟიმმა, როცა გაგვიზარდა ყველას აქციზის გადასახადი იმისთვის, რომ მეტი ფული ჰქონოდა საკუთარი პოლიტიკური ნეპოტიზმისთვის.

აქციზის გადასახადის გაუქმებით შესაძლებელია ავტომატურად 40 თეთრით შემცირება საწვავზე ფასის, რაც შემდგომში აისახება ყველაფრის ფასზე”, – აცხადებს “ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია

საპროტესტო მსველობა თბილისის საკრებულოსთან დაიწყო და დღის განმავლობაში დედაქალაქის სხვდასხვა უბნებს მოიცავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button