მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ტარიელ ნაკაიძე პარტიას ტოვებს და პარლამენტში შედის
“ევროპული საქართველო” კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა. ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
“ბოიკოტმა თავისი საქმე გააკეთა. მე მსურდა “ევროპული საქართველოს” წევრები პარლამენტში ყოფილიყვნენ, თუმცა სამწუხაროა, რომ მოვლენები ასე განვითარდა,” – განაცხადა ნაკაიძემ.
გადაწყვეტილების შესახებ ტარიელ ნაკაიძემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც “ევროპულმა საქართველომ” საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვა.
ნაკაიძე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშავებს.