მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
“ბორჯომის”გაფიცული თანამშრომლები აქცია-მსვლელობას მართავენ
კომპანია “ბორჯომის” გაფიცული თანამშრომლები ამ წუთებში აქცია-მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკამყოფილდება.
შეგახსენებთ „ბორჯომის ქარხნის“400 -მდე თანამშრომელი მესამე დღეა გაფიცულია, ისინი ხელფასების 50%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.თანამშრომლები ამბობენ, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებები 21 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.