Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ავარია კახეთში-არიან დაშავებულები

1 199

ოთხი ადამიანი დაშავდა მძიმედ, კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავარია ყვარელი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა თვითმცლელს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა და სამმა მგზავრმა სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღეს.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი