კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საბერძნეთში ქართველების ნაქურდალი ნივთების ღირებულება 190 ათას ევრომდეა

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, საბერძნეთის ქალაქ ატიკში კიდევ ერთი ქართველი, წარმოშობით თელაველი, მალხაზ მამულაშვილია დაკავებული.

მამულაშვილის რძლის განმარტებით, დაკავებულს 17 წელია, საკუთარ ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია და რას საქმიანობდა მამაკაცი საბერძნეთში, მისთვის ცნობილი არ არის.

რძალი ამბობს, რომ მისი მაზლი, საკუთარ ძმას არც ეკონტაქტებოდა და არც ფინანსურად ეხმარებოდა.

საბერძნეთის ქალაქ ატიკში, 12 მაისს, ქურდობის ბრალდებით რამდენიმე ქართველი დააკავეს.

დაკავებულებს შორის, სამი თელაველი მამაკაცი, ერთი კი გურჯაანის მკვიდრი ქალია.

საბერძნეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ ქურდობის ფაქტი ქალაქ ატიკში, 18 სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა, რა დროსაც დაჯგუფებამ ძვირადღირებული ტექნიკა, საიუველირო ნაკეთობები და საათები მოიპარა.

სამართალდამცველებმა ასევე 6 220 ევროს ღირებულების ორი ავტომობილი ამოიღეს.

საერთო ჯამში მოპარული ნივთების ღირებულებამ 190 000-მდე ევრო შეადგინა.

წაიკითხეთ ასევე:

რას ამბობენ საბერძნეთში დაკავებული ქართველების ოჯახები

მსგავსი პოსტები

Back to top button