მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თბილისში “საბურთალოს ხაზის” ორი მეტროსადგური დროებით არ მუშაობს

მეტროსადგურები “ვაჟა-ფშაველა” და “სახელმწიფო უნივერსიტეტი” დროებით არ მუშაობს.

მეტროს მეორე ხაზზე მატარებლები “სადგურის მოედნიდან” “დელისამდე” და უკუ მიმართულებით მოძრაობენ.

“ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რომელიც აღნიშნულ პრობლემას დროულად აღმოფხვრის. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – აღნიშნავენ კომპანიაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button