კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევისას გურჯაანში მოზარდი ძმიმედ დაშავდა

მოზარდი დაშავდა მძიმედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
შემთხვევა სოფელ ვეჯინში მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა.

დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსა.ექიმების განმარტებით, მას შესაბამისი კვლევები უტარდება.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button