მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა პროტესტის ნიშნად მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

“მივიღე გადაწყვეტილება გამოვეთიშო და არ მივიღო მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევაში.

ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დასრულდება იმით, რომ შეარჩევენ ახალ კანდიდატურებს, წარუდგენენ პარლამენტს და დაამტკიცებენ. ეს საბოლოოდ დაასამარებს ამ ქვეყანაში უზენაეს სასამართლოში დამოუკიდებელი მოსამართლეების არჩევის პერსპექტივას”,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ელჩები პროცესის გადადებას ითხოვენ, მოსამართლეთა კონფერენცია ხვალ 26 მაისს მაინც ჩატარდება, სადაც დაგეგმილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი წევრის არჩევა, რასაც ბევრი მოწინააღმდეგე ყავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button