მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

პანკისში სოლიდარობის აქციის ორაგზანიზატორის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება გრძელდება

პანკისის ხეობის სოფელ დუისის პოლიციაში, რიონის მცველების მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორი, თემურ ცათიაშვილი გამოკითხეს. საქმე ეხება, სოფელ ბირკიანში გამართულ ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების სოლიდარობის აქციას, რის შემდეგაც აქციის ორგანიზატორს, რამდენიმე ადგილობრივი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

თემურ ცათიაშვილის მტკიცებით, მხარდამჭერი გამოსვლის შემდეგ, მას სამი პირი ემუქრებოდა და ხეობის მოსახლეობის სახელით საუბარს უკრძალავდა. ამის შემდეგ, მან პოლიციასა და მასმედიას მიმართა.

რიონის მცველების სოლიდარობის აქცია, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, 24 აპრილს ჩატარდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, ცათიაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ, მისმა ქალიშვილმა განაცხადა.

მუქარის განმახორციელებელ სამ პირს შორის, მარიამ ცათიაშვილმა, ცნობილი ბიზნესმენი, ვახტანგ ფარეულიძეც დაასახელა, რომელმაც მუქარის ფაქტი უარყო, თუმცა, ცათიაშვილთან საუბარი დაადასტურა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151- ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button