Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გიორგი შერმადინი ესპანეთში სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

43

ACB ლიგამ ჩემპიონატში მონაწილე საუკეთესო კალათბურთელად ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი დაასახელა.

გიორგიმ მიმდინარე სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და გარჯა დაუფასდა კიდეც.

მან ხმების მაქსიმალური რაოდენობა, 100-დან 100 ქულა დააგროვა.

ლიგის საუკეთესო, სარგებლიანი მოთამაშის გამოსავლენ გამოკითხვაში მონაწილეობას ესპანელი ფანები, მოთამაშეები, მედია და მწვრთნელები იღებენ.

ლენოვო ტენერიფეს ქართველ ლეგიონერს MVP ჯილდო ესპანეთის უმაღლეს მწვერვალზე, ტეიდის ვულკანის წვერზე გადასცეს.

ტროფეი მას საკუთარმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა გადასცა.

შერმადინის წყალობით ტენერიფეს, ისტორიაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა.

გიორგი საშუალოდ მატჩში 17.0 ქულას და 5.2 მოხსნას აგროვებდა. ის საუკეთესოდ დაასახელეს მე-5, მე-14, მე-19 და 37-ე ტურებში. ქართველი კალათბურთელი ოქტომბრის, იანვრის და მარტის თვეების საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი