სპორტი

ქართველი დელეგატი ირაკლი ნაკაიძე უეფა-მ ევროპის ჩემპიონატის 4 მატჩზე დანიშნა

ირაკლი ნაკაიძე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში, ბაქოში გაამწესეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედეერაციის სპორტული ღონისძებების ხელმძღვანელი, კონტინენტის პირველობაზე დელეგატის რანგში იმუშავებს.

ნაკაიძე ბაქოში 4 მატჩს მოემსახურება: სამს ჯგუფურ ეტაპზე და ერთ მეოთხედფინალურ შეხვედრას.

12 ივნისს უელსი-შვეიცარია; 16 ივნისს თრქეთი-უელსის მატჩს და 20 ივნისს – შვეიიცარია-თურქეთს. 3 ივლისს ირაკლი ნაკაიძე მეოთხედფინალურ შეხვედრაზეც იმუშავებს.

ქართველი საფეხბურთო მენეჯერი უეფა-მ 11 დელეგატს შორის შეარჩია.

ირაკლი ნაკაიძემ უეფა-ს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტურნირებზეც იმუშავა. მათ შორის 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფიინალურ მატჩზე, სადაც ბარსელონამ „ნოუ კამპზე“ მანჩესტერ-იუნაიტედი მიიღო და 3:0 დაამარცხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button