ანალიტიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გახარიას კონტაქტი კვლავ საქართველოს მთავრობაა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდს, კვლავ საქართველოს მთავრობის საკონტაქტო ინფორმაცია აქვს მითითებული.

ელექტრონული მისამართი info@gov.ge და ვებგვერდი gov.ge 

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარია ხელისუფლებიდან 18 თებერვალს წავიდა, მას შემდეგ საკონტაქტო ინფრმაცია არ განახლებულა.

დღეს, 28 მაისს ფეისბუქ გვერდმა ოფიციალურად ამცნო საზოგადოებას, რომ მის პარტიას “საქართველოსთვის” ერქმევა და პრეზენტაცია, 29 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამ დრომდე მიიჩნევს რომ გახარიას ახალი პარტია ბიძინა ივანიშვილის მორიგი “ტრიუკია”

ეჭვს, რომ ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარიას ე.წ მესამე ძალად ამზადებს, ისიც ამყარებს, რომ სოციალურ ქსელ – Facebook-ში გვერდმა “ბიძინა ივანიშვილი და მედია” 23 მარტს სახელი შეიცვალა და “გახარია და მედია” გახდა.

“ბიძინა ივანიშვილი და მედია” 2011 წლის ოქტომბერიდან არსებობდა და მას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა მართავდა. ამ გვერდზე ვრცელდებოდა ბიძინა ივანიშვილის წერილები და განცხადებები.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილის მორიგი პროექტია, რადგან მათივე  შეფასებით, ყოფილი პრემიერი პოლიტიკურ ველზე დამოუკიდებლად თამაშს ვერ შეძლებს.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური “ტრიუკების” მიუხედავად, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარია ხალხის ნდობის მოპოვებას ვერც დაბრუნების შემდეგ შეძლებს.

პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გიორგი გახარიამ მალევე twitter-ზეც დაწერა და განმარტა, რომ ამჟამად ის საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს.

ვიდრე ყოფილი პრემიერი მის პოლიტიკურ გეგმებზე უფრო მეტს იტყვის, “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც  “ქართულ ოცნებას” სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.

წაიკითხეთ ასევე:

გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციას 29 მაისს გამართავს

“გახარიას პარტიას არ აფინანსებს კეზერაშვილი და არც ჩხარტიშვილი”

მსგავსი პოსტები

Back to top button