მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
აბაშის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს-რა ფაქტებით ინტერესდება გამოძიება

აბაშის პოლიციის სამმართველოს უფროსი კობა ნარმანია სამსახურიდან დაითხოვეს. უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გენინსპექციამ დიზელის საწვავის გადაჭარბებულ გახარჯვაზე მოკვლევა დაიწყო.
არსებული ინფორმაციით,კობა ნარმანია განყოფილებისთვის კუთვნილი დიზელის საწვავის ტალონებს ბენზინგასამართ სადგურში აბარებდა.
სანაცვლოდ კი იგი ბენზინის საწვავით სარგებლობდა, ისე რომ შსს-ს სამეურნეო დეპარტამენტი ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
აბაშის პოლიციის პირველი პირი გენერალურ ინსპექციაში უკვე დაკითხეს. მომხდარის დეტალებზე შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.
კობა ნარმანია , თბილისის პოლიციიდან აბაშის პოლიციის სამმართველოს უფროსის პოსტზე 2019 წლის დეკემბერში გადაიყვანეს.