მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ნაციონალური მოძრაობა”პარლამენტში შედის

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შედის. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს განაცხადა.

“ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ გადადის დამაგვირგვინებელ გადამწყვეტ ფაზაში. ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, საკომიტეტო დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში, ყველგან ბიძინა ივანიშვილს ექნება წინააღმდეგობა,” – განაცხადა მელიამ.

პარტიაში პარლამენტში შესვლაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით შეთანხმება გაფორმდა. ამ შეთანხმების მიხედვით, ნიკა მელიას ციხე უნდა დაეტოვებინა, ოპოზიციურ პარტიებს კი საპარლამენტო საქმიანობა გაეგრძელებინათ.

ამის მიუხედავად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტია ევროპული მედიაციით შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

მსგავსი პოსტები

Back to top button