მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

პროტესტის მეორე დღე-შუქრუთელები ამერიკის ელჩის დახმარების მოლოდინში

შუქრუთელების პროტესტი აშშ-ს საელჩოსთან გრძელდება – ჭიათურიდან ჩამოსული მოსახლეობა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს და დიპლომატიური უწყებისგან დახმარებას ელოდება.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილი უკვე 21 დღეა, პირამოკერილი შიმშილობს.
მათი თქმით, შუქრუთში პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო და დედაქალაქში გადმონაცვლება ამიტომ გადაწყვიტეს.

მათ სურთ, აშშ-ის ელჩმა ხელისუფლებასთან შუამავლის როლი შეასრულოს და პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს.

შუქრუთიდან პროტესტმა თბილისში გუშინ, 30 მაისს გადაინაცვლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button