Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გიორგი წიტაიშვილი ნაკრებში ითამაშებს. ფეხბურთელმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო

51

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოფიციალური გვერდი ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც გიორგი წიტაიშვილი ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს.

20 წლის ქართველს ნაკრების მაისური საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

კიევის „დინამოს“ ფეხბურთელს, ბოლო ხანებში ტრავმის გამო კლუბთან ერთად არ უვარჯიშია. პროცესს, წიტაიშვილი გამოჯანმრთელების და კლუბში შესვენების დასრულების შემდეგ შეუერთდება.

გიორგი წიტაიშვილს უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. 2019 წელს ის უკრაინის 20 წლამდელთა შემადგელობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქართველი ფეხბურთელი ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშეც კი გახდა.

წიტაიშვილმა საკლუბო კარიერა კიევის „დინამოში“ დაიწყო. ის 2020-2021 წლების სეზონში იჯარით, პოლტავის „ვორსკლაში“ თამაშობდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი