სპორტი

რუმინეთი-საქართველოს მატჩზე მაყურებელთა რაოდენობა არ შეიზღუდება

ხვალ, 2 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთის ქალაქ პლოეშტიში, „ილიე იონის“ 15 ათასიან სტადიონზე მასპინძელ რუმინეთის საფეხბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება.

ამხანაგური შეხვედრა პირველი ტესტ-მატჩია ჩვენი ნაკრებისთვის.

რაც შეეხება ამ ორი გუნდის ურთიერთდაპირისპირების ბალანსს,- ამ დრომდე ნაკრებები 7-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან, საქართველოს ნაკრები 6-ჯერ დამარცხდა, ერთხელ კი შეხვედრა ფრედ დამთავრდა.

ბუნებრივია, პანდემის გამო შეზღუდვები რჩება. მათ შორის: მატჩზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ ორივე დოზით ვაქცინირებულ პირებს, სადაც მე-2 დოზის მიღებდან 10 დღე უნდა იყოს გასული. ასევე: RT-PCR ტესტით (ბოლო 72 საათში) უარყოფითი პასუხის მქონეთ და სწრაფი ტესტებით (ბოლო 24 საათში) უარყოფითი პასუხის მქონე პირებს.

კოვიდის ტესტზე უარყოფითი პასუხი აუცილებელია 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსთვის.

სტადიონზე, ფანების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ფასი 30-დან 60 რუმინული ლეი იქნება, რაც ეროვნულ ვალუტაზე დაახლოებით 25-50 ლარია.

მსგავსი პოსტები

Back to top button