მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის ბრიტანული შტამით კახეთში ორი მოქალაქე გარდაიცვალა

კოვიდ- 19- ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები 80 წლის ქალი და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგულის მკვიდრი, 79 წლის ქალი ემსხვერპლა. ორივე პაციენტი მკურნალობის კურსს, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა და კორონა ვირუსის ეგრეთწოდებული ბრიტანული შტამი ჰქონდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილური ხდება.

” დღეს რეგიონში ვირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი ინფიცირებულების 76 კონტაქტი მოძიებულია და გადაყვანილია თვითიზოლაციაში. ორი გარდაცვალების მიუხედავად, შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება, ამავდროულად შეუფერხებლად მიმდინარეობს ვაქცინაციაც- განაცხადა ხიზანიშვილმა.

სულ კახეთში, კორონავირუსით 136 მოქალაქე გარდაიცვალა.

სექტემბრიდან დღემდე, რეგიონში კორონავირუსის 14506 შემთხვევაა გამოვლენილი.

ამ ეტაპზე მკურნალობას 704 პაციენტი გადის, მათ შორის 609 დატოვებულია ბინაზე, ხოლო 95 იმყოფება კოვიდ -კლინიკაში. თვითიზოლაციაში 758 ადამინი რჩება , თვითიზოლაციიდან დღეს 75 მოქალაქე მოიხსნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button