მნიშვნელოვანისპორტი

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სეზონის საუკეთესოები დაასახელა

იტალიის სერია A_მ 2020_ 20201 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა.

ჩემპიონატის საუკეთესო მეკარის სტატუსი 22 წლის იტალიელს, “მილანის”გოლკიპერს, ჯანლუიჯი დონარუმას ხვდა წილად. მეკარემ 37 მატჩი ჩაატარა. მის კარში გოლი 38_ჯერ გავიდა, თუმვა 14 მატჩში კარი “მშრალად” შეინახა.

საუკეთესო მცველად დასახელდა “ატალანტას” მოთამაშე, 32 წლის არგენტინელი, კრისტიან რომერო. მის აქტივში 31 ჩატარებული მატჩში 2 გატანილი გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

“ინტერის” ნახევარმცველი, 24 წლის ნიკოლო ბარელა საკუთარ პოზიციაზე საუკეთესოდ დაასახელეს.ბარელამ 36 შეხვედრაში ითამაშა, სადაც ქომაგებს თავი 3 გოლით და 9 შედეგიანი გადაცემით დაამახსოვრა.

სერია A_ს საუკეთესო ფორვარდად ალბათ მოსალოდნელიც იყო, რომ 35 წლის ქრიშტიანუ რონალდუ დასახელდა. “იუვენტუსის” თავდამსხმელი 33 მატჩში 29 გატანილი გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button