მოზაიკასიახლეები

რომელია მსოფლიოს ყველაზე სუფთა და უსაფრთხო ზღვის სანაპირო

ესპანეთი მსოფლიოში ლიდერი ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი სუფთა სანაპიროა. Blueflag-ზე გამოქვეყნებული სიის თანახმადესპანეთის 614 სანაპიროზე სიბინძურის კვალი ვერ აღმოაჩინეს.

მეორე ადგილს იკავებს საბერძნეთი, სადაც 545 სუფთა სანაპიროა, ხოლო მესამე ადგილზეა თურქეთი 519 სანაპიროთი.

ასევე, რეიტინგის ჩამონათვალში შევიდა საფრანგეთი (410 სანაპირო), იტალია (416 სანაპირო), პორტუგალია (372 სანაპირო), დანია (168 სანაპირო) და ნიდერლანდები (56 სანაპირო).

ყოველწლიური პრემია „ლურჯი დროშა“ გადაეცემა იმ სანაპიროებსა და პორტებს, სადაც სისუფთავის მაღალი სტანდარტია და წყალი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button