მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში შესაძლოა საძოვარი გაიყიდოს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში შესაძლოა 20 ჰექტარი სოფლის საძოვარი გაიყიდოს.
ამის შესახებ ადგილობრივები, საჯარო რეესტრიდან ამოღებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით საუბრობენ.

ისინი თვლიან, რომ საჯარო რეესტრმა, კისისხევში, 20 ჰექტრამდე მიწის ფართობის სტატუსის შეცვლა და მისი ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა, აქუციონზე გაყიდვის გატანის მიზნით განახორციელა.

,,ჩვენი ინფორმაციით, ეს ადგილები, ღვთაების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, “გასაყრის” მიმდებარე ტერიტორია და ბახუტაანთ კარის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფოს გამოაქვს აუქციონზე გასაყიდად. ამის შედეგად, სოფელი დაკარგავს, უამრავ საძოვარ ადგილს, უძველეს ისტორიულ ძეგლებს და ტყეში შესასვლელ რამდენიმე გზას. საერთო ჯამი ფართობის 20 ჰექტარია.

აღსანიშნავია, რომ მიწა ცოტახნის წინ გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში, მანამდე კი იყო სატყეო ფონდში.იცით, რომ სატყეო ფონდს გაყიდვის უფლება არ აქვს, ამიტომ ცოტახნის წინ ის სახელმწიფოს დაურეგისტრირდა”,-ამბობს კისისხევში მცხოვრები, ვალერი ბოჭორიშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ზაქრო გრიშიკაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნა და ბალანსზე გადაცემა ერთ დღეში მოხდა.

” რატომ გადავიდა ტერიტორია ეკონომიკის სინისტროს ბალანსზე და არ დაურეგისტრირდა მუნიციპლიტეტს რომ ისევ სოფლის სასიკეთოდ გამოყენებულიყო? თან ეს პროცესი ერთ დღეში რატომ განხორციელდა? მოსახლეობას უკვე აქვს ინფორმაცია, მთელი სოფელი აბობოქრებულია და ყველაფერს ვიღონებთ, რომ მიწა არ გაიყიდოს”- განაცხადა გრიშიკაშვილმა.

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი სოფელ კისისხევში, გია მეტრეველი, რომელიც ” ქართულ ოცნებას” წარმოადგენს, აცხადებს, რომ მიწა არ იყიდება.

” ბევრი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ გვქონდა საუბრები და მიწა არ იყიდება. რატომ შეეცვალა სტატუსი და რა მოხდა, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ. საკრებულოს სხდომაზე ვისაუბრეთ, რომ გავერკვეთ ვითარებაში, მეტი დეტალი არ ვიცი”- განაცხადა მეტრეველმა რადიო ჰერეთთან.

სოფელ კისისხევში მდებარე სამი ფართობი 10, 5 და 5, სულ 20 ჰექტრის ოდენობით, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, რამდენიმე თვის წინ არის გადაცემული.

მსგავსი პოსტები

Back to top button