Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სტივენ ჯერარდმა შესაძლოა „ევერტონი“ ჩაიბაროს

63

„გლაზგო რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა შესაძლოა ლივერპულის „ევერტონი“ ჩაიბაროს. ინტერნეტ-გამოცემა „ატლეტიკი“-ს ცნობით, ევერტონის ხელმძღვანელობა სხვა კანდიდატთა შორის უპირატესობას სწორედ ჯერარდს ანიჭებს.

კანდიდატებს შორის არიან ცნობილი ფეხბურთის სპეციალისტები: რაფაელ ბენიტესი, დევიდ მოიესი, პაულო ფონსეკა, ერიკ თენ ჰაგი და რობერტო მარტინესი.

შოტლანდიურმა „რეინჯერსმა“ ჯერარდის ხელმძღვანელობით 2020-2021 წლების სეზონში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიგო.

საფეხბურთო კარიერის მანძილზე ინგლისელი სპეციალისტი „ლივერპულში“ 1998-2015 წლებში ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა ინგლისის ჩემპიონი არასდროს არ გამხდარა.

აღსანიშნავია, რომ კარლო ანჩელოტიმ, რომელიც მადრიდის „რეალს“ ჩაუდგა სათავეში, – „ევერტონის“ დამრიგებლის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე რამდენიმე დღიის წინ დატოვა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი