მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
3 ივნისს გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი ჩაინიშნა. ფაქტს უგულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება
“ის იყო უნდა მერწმუნა ქართული ოცნების ფერისცვალების, ქართულმა თემიდამ ლახვარი ჩამსცა. ხვალ, 3 ივნისს, საქალაქო სასამართლოში 11:00 ჩაინიშნა ჩემი პროცესი, სადაც მე ძიუდოისტ ბადრი საბა გავაშელიშვილის აეროპორტში ცემა მედება ბრალად”, – წერს უგულავა.
გიგი უგულავას ძიუდოისტის, ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.
უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.