Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ ითამაშებს

51

თბილისის „დინამოს“ ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას „ვალესიაში“ გააგრძელებს.

ლა-ლიგის ესპანურ გრანდში ის 1 წლის განმავლობაში იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ითამაშებს, რომლის თანახმადაც კლუბი, 20 წლის ქართველი გოლკიპერის გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებს.

მამარდაშვილი ბოლო 2 სეზონის განმავლობაში თბილისის დინამოს, „ლოკომოტივში“ იჯარით ყავდა განათხოვრებული. მეკარემ საკმაოდ დამაჯერებელი და საინტერესო თამაში აჩვენა მაყურებელს, რამაც მისი კარიერის აღმასვლა გამოიწვია.

მისი სატრანსფერო უფლებები თბილისის „დინამოს“ ეკუთვნის.

გიორგი მამარდაშვილის ესპანეთში ჩასვლა ქვეყნის სანაკრებო შეხვედრების შემდეგ არის დაგეგმილი.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი