სპორტი

21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან

სლოვენიასა და უნგრეთში მიმდინარე ევროპის 21 წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალს ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რაც ისტორიაში პირველად მოხდება.

6 ივნისს, ფინალური შეხვედრა გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის შედგება. უეფას გადაწყვეტილებით, მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება; მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. შეხვედრის მეოთხე მსაჯი კი ირაკლი კვირიკაშვილია.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ყრუაშვილი 2019 წლიდან ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა და ის მეორე ქართველი რეფერია, რომელსაც ფიფა-ს მეორე კატეგორიის არბიტრის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ნახევარფინალში პორტუგალიამ ესპანეთს 1:0 სძლია, ხოლო გერმანიამ ნიდერლანდებს 2:1 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ახალგაზრდულ ევროპირველობა საქართველოსა და რუმინეთში ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button