Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საბა ლობჟანიძე გუნდს იცვლის, თუმცა კვლავ თურქეთში რჩება

53

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე კარიერას კვლავ თურქეთში გააგრძელებს. ის სუპერლიგის კლუბ ჰატაისპორში ითამაშებს,

26 წლის გარემარბმა უკვე გააფორმა კონტრაქტი კლუბთან, რომლის თანახმადაც ის გუნდში 3 წლით დარჩება. ლობჟანიძე ახალ კლუბს 1 ივლისს შეუერთდება.

ჰატაისპორმა, 2020-2021 წლების სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა. საბა კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა.

ქართველი ლეგიონერი ყოფილ კლუბ „ანკარაგიუჯუში“ 2020 წლის იანვარში ჩაირიცხა და ხელშეკრულების ვადა ამ ზაფხულს ამოეწურა.

საქართველოში ის თბილისის „დინამოსა“ და საჩხერის „ჩიხურაში“ თამაშობდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი