შუქრუთელების პროტესტის 29 დღე-მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება
მოშიმშილე შუქრუთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პროტესტის მონაწილეები დახმარებას ამერიკის საელჩოსგან ელოდებიან, ისინი დიპლომატს საქართველოს ხელისუფლებასთან შაუმდგომლობის თხოვნით მიმართავენ. შუქრუთელები ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება მანამ, ვიდრე ხელისუფლება კონკრეტულ ზომებს არ მიიღებს და კომპანია სამუშაოებს არ შეწყვეტს.
“ჩვენ აქედან არსად წასვლას ვაპირებთ. ან რეალურად გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები არსებითი პრობლემების მოსაგვარებლად ან ყველა თავისი თვალით იხილავს, რომ აქედან რამდენიმე მიცვალებულის გატანა მოუწევთ.
ჩვენზე, ჩვენ ჯანმრთელობასა და ჩვენ სიცოცხლეზე სრულად პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობას.
ჩვენი გაგზავნილი წერილის შემდეგ იყო კომუნიკაცია, გამოვიდა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ქალბატონი კელი დეგნანის პრემსდივანი, გაგვესაუბრა და იმედი გვაქვს, რომ რაღაც შედეგები მოყვება”,- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
შუქრუთის მოსახლეობა უკვე 29-ე დღეა შიმშილობს. მათმა ნაწილმა წყლის მიღებაზეც უარი თქვა და მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. ისინი ჯორჯიან მანგანეზისგან კომპენსაციის გადახდას ითხოვენ