მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში სპეციალიზებული მაღაზიები დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ეტიკეტირების წესის დარღვევის, ვადაგასული პრეპარატების განთავსებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის 52 ფაქტი გამოავლინეს.

ბიზნესოპერატორებს ჯარიმების გარდა, უხარისხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია აეკრძალათ.

ამ ეტაპზე, კახეთში სულ 130 სპეციალიზებული მაღაზია შემოწმდა. სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი, ჯერჯერობით გრძელდება. მიმდინარე წელს 300-მდე ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევაა დაგეგმილი.

2017- 2018 წლებში, უხარისხო პესტიციდების მოხმარების გამო, კახეთში ვაზის გახმობის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც მოსახლეობასა და რეალიზატორებს შორის, უთანხმოებაც მოჰყვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button