მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ჟურნალისტებისგან პანსიონის დასაცავად მიტროპოლიტი ნიკოლოზი რკინის ჯებირის აღმართვას ითხოვს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ჟურნალისტებისგან დასაცავად კედლის აღმართვას ითხოვს ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

ახალქალაქის მიტროპოლიტმა მედია ისევ გააკრიტიკა. მისი მტკიცებით, პანსიონის ბავშვები ჟურნალისტების გამო ისტრესებიან.

“ვიყავი პოლიციაში და ვთხოვე, რომ გალავანთან გააკეთოს კედელი, რომელის იქითაც ჟურნალისტები ნებართვის გარეშე არ გადავლენ. იმიტომ, რომ დღეს მთელი დღეა სტრესის ქვეშ მუშაობენ. მოახერხოს პოლიციამ, რომ ჟურნალისტები იქით არ გადმოვიდნენ. ისეთი დასრტესილები არიან ეს ბავშვები, კიდე ვერ დავიმახსოვრე, ეს დიდი, “ფლაივეი” რომ დგას ვეებერთელა, ლოკატორის ფორმა აქვს და ბავშვები დარწმუნებულები არიან, რომ მათ საუბარს იწერენ. მივმართე პოლიციას თხოვნით, რომ პერიმეტრი დაიცვან. პასუხი ის იყო, რომ უნდა შეათანხმონ თავიანთ ხელმძღვანელობასთან”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს, გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.

სარჩელი სასამართლოში ორგანიზაცია PHR-მა შეიტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button