მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა ხეობაში კიდევ ერთი შესასვლელი გადაკეტეს

“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები დილიდან ცდილობენ ხეობაში კომპანია „ენკას“ ტექნიკა არ შეუშვან.
ვარლამ გოლეთიანი მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და გადაკეტილი გზების პატრულირებაში დახმარებას სთხოვს.

შეგახსენებთ შაბათს,12 ივნისს ევროკავშირის მედიაციით დაგეგმილია მხარეებს შორის შეხვედრა. აქციებიც ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული ჩატარდება თუ არა მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია.

“ნამოხვანჰესის” საწინააღმდეგო აქციები რამდენიმე თვეა იმართება. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, შეჩერდეს ნამოხვანჰესის მშენებლობა და კომპანია “ენკამ” დატოვოს რიონის ხეობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button