Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გურამ კაშია მარსიალის ნაცვლად. მისი ტრანსფერით ფრანგული „სოშო“ დაინტერესდა

49

ფრანგული მედიის ცნობით, 9 ივნისს საფრანგეთში სატრანსფერო სეზონი იხსნება და ფრანგულმა „სოშო“-მ, იგივე „ლომის ბოკვერებმა“, ქართველი მცველის, გურამ კაშიას დამატება გადაწყვიტა.

კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, გუნდის ერთერთი ლიდერი, ცენტრალური მცველი იოან მარსიალი წასვლას აპირებს და ბუნებრივია, „სოშოს“ სურს, ეს ვაკუუმი კარგი ფეხბურთელით შეავსოს.

აღსანიშნავია, რომ იოანი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლიდერის და ვარსკვლავის, ანტუან მარსიალის უფროსი ძმაა.

კაშიამ, ეროვნული ნაკრების ბოლო ტესტ-მატჩში, ნიდერლანდების წინააღმდეგ გუნდის კაპიტნის სამკლაურით ითამაშა და მეკარე ლორიასთან ერთად, მინდორზე ერთერთი საუკეთესო იყო.

„სოშო“, საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ლიგაში გამოდის და ბოლო სეზონში მისი მდგომარეობა მე-7 ადგილით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ქართველი მცველი იცავდა კლუბების: თბილისის დინამოს, ნიდერლანდურ „ვიტესის“ და „სან ხოსეს“ (აშშ) ღირსებას.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი