მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

შუქრუთელების პროტესტი-პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან ინაცვლებს

პროტესტის მონაწილე შუქრუთელებსა და ჯორჯიან მანგანეზს შორის მოლაპარაკებები შედგა, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, კონსტრუქციული დიალოგის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცესები მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლებს. მიღწეულ შეთანხმებას კი საბოლოოდ იურიდიული ძალა ექნება.

ხელმოწერის პროცესსა და მის აღსრულებას , “ჯორჯიან მანგანეზი” გაუწევს მონიტორინგს.

შეგახსენებთ, შუქრუთელების განცხადებით, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის”“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად მათი საცხოვრებლები ზიანდება. ისინი კომპენსაციას ითხოვენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button