Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

შერმადინის ტენერიფე ბარსელონასთან დამარცხდა

49

ესპანეთის ACB ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ლენოვო ტენერიფე ბარსელონას სტუმრობდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

თამაშში 43 ქულიანი სხვაობა 69:112 დაფიქსირდა.

გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა როგორც ყველა მის თანაგუნდელს, ასევე, სეზონის საუკეთესო კალათბურთელსაც თამაში არ წაუვიდათ.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე დაახლოებით 18 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

გამარჯვებულ გუნდში ყველაზე სარგებლიანი ნიკოლა მიროტიჩი იყო. მან 18 წუთში 21 ქულა ჩააგდო.

ამ გუნდების მეორე ნახევარფინალური შეხვედრა 9 ივნისს, კანარის კუნძულებზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალურ წყვილში მადრიდის რეალი ვალენსიას 1:0-ს უგებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი