მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ივლისიდან 3 თვეში საქართველოში 3 200 000 დოზა ვაქცინა შემოვა

ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით, საქართველო 3 200 000 დოზა კოვიდვაქცინას მიიღებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გვაქვს დასტური, რომ ივლისი, აგვისტო, სექტემბერსა და ოქტომბერში, ქვეყანა მიიღებს 3 მილიონ 200 ათასზე მეტ დოზა ვაქცინას. ანუ, ჩვენ შეგვეძლება ე.წ. მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. ჩვენ ახლა ინტენსიურად ვემზადებით, რომ რეგიონებში იყოს მეტი მზადყოფნა. 250-მა ბრიგადამ კვირაში 7 დღე უნდა იმუშაოს, ყოველდღე 8 საათის განმავლობაში. ამ გზით, დღიური აცრების რაოდენობა 15 ათასამდე ავა“.-აცხადებს გამყრელიძე
შეგახსენებთ, საქართველოსა და კომპანია „ფაიზერს“ შორის ერთი მილიონი დოზა ვაქცინის შესაძენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ვაქცინაცია საქართველოში 2021 წლის 15 მარტს დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button