მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გერმანიის ელჩი კახეთში თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი თელავს ესტუმრა. ჰუბერტ ქნირში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და თელავის განვითარების შემდგომ მხარდაჭერაზე ისაუბრა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ფიქრია ყუშიტაშვილის განმარტებით, ელჩმა განსაკუთრებული ინტერესი, გერმანიის მიერ მხარდაჭერილი პროექტების, მეღვინეობის და ტურიზმის მიმართ გამოიჩინა.
” ბევრ საკითხზე გვქონდა საუბარი, განსაკუთრებით, თელავისა და ქალაქ ბიბერახის ურთიერთობაზე. დაინტერესდა პროექტებით, რომლებიც აქ მათი მხარდაჭერით ხორციელდება, მათ შორისაა, ბავშვთა დახმარების პროგრამა. ვისაუბრეთ მეღბინეობისა და ტურიზმის განვითარებაზე, რადგან თელავს უდიდესი პოტენციალი აქვს, ამ მიმართულებით.ელჩმა ასევე დააფიქსირა საკუთარი ხედვა, პანდემიის პირობებში, ეკონომიკის განვითარების შესახებ_”განაცხადა ყუშიტაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრისას, ჰუბერტ ქნირშმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, თელავის თეატრში გერმანელი მწერლის, ჰაინრიხ ფონ კლაისტის “გატეხილი ქოთანი”-ს მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე დასწრების სურვილი გამოთქვა.
სპექტაკლი,” ვინ გატეხა ქოთანი” ცნობილი გერმანელი დრატურგის, ნაწარმოების მიხედვით, თელავის დრამატულ თეატრში, რეჟისორმა, რობერტ სტურუამ,2015 წელს დადგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button