საქართველოს 17 წლამდელებმა ამხანაგურ მატჩში აზერბაიჯანელები დაამარცხეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/06/FEXBURTI.jpg)
საქართველოს 17 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები აზერბაიჯანის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებს შეხვდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
გიორგი ჩიტაურის გუნდს ანგარიშის გახსნა პირველივე წუთებში შეეძლო, როცა ლუკა პარკაძემ 11 მეტრიანის გატანა ვერ მოახერხა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა 29_ე წუთზე შეცდომა გამოასწორა და მისი საგოლე პასის შედეგად ნიკა ნინიძემ შეხვედრის პირველი გოლი გაიტანა.
ამხანაგიური სტატუსის მიუხედავად, თამაში საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. მე_40 წუთზე მდგომარეობა სტადიონზე გართულდა და კინაღამ ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.
მატჩის არბიტრმა ქართველი ფეხბურთელი შოთა დადუნაშვილი მოედნიდან გააძევა და საქართველოს ნაკრები კაცნაკლული დარჩა. 57_ე წუთზე ბალანსი აღდგა, როცა შეხვედრის მთავარმა მსაჯმა წითელი ბარათი აზერბაიჯანელ მურად მუსაევს უჩვენა.
გიორგი ტაბატაძემ მეტოქის კარში მეორე გოლი 59_ე წუთზე გაიტანა და დარჩენილ დროში სტუმრებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მუსა მამედოვის გოლით მოახერხეს. ამ გუნდების შეხვედრა 3 დღის წინ ანალოგიური ანგარიშით, ქართველ 17 წლამდელთა გამარჯვებით: 2:1 დასრულდა.