მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის მასობრივი შემთხვევები დარჩელში-დახურულია ბაღები და სკოლები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა განმუხურის მოსაზღვრე სოფელ დარჩელში კოვიდ-19 ინფექციის შემთხვევების მატებიდან გამომდინარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მერიის თანამშრომლების ერთობლივი მონაწილეობით მოსახლეობის გაფართოებული სკრინინგი მიმდინარეობს.

ამ დროისთვის სოფელში არც საჯარო სკოლა და არც საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს.

“პირველივე შემთხვევების დაფიქსირების დროს საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიყვანეთ. ამასთან, ვირუსი დაფიქსირდა ბაღშიც და დავხურეთ დაწესებულება“,-აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია.

კორონავირუსით სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი გუშინ,თბილისში გარდაიცვალა.

სოფელ დარჩელში 18 მაისიდან, დღემდე კოვიდ19-ის 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ადგილზე ექვსი ბრიგადა მუშაობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button