მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

შუქრუთელმა მოშიმშილეებმა პროტესტი შეწყვიტეს

შუქრუთელმებმა 30-დღიანი შიმშილობის შემდეგ ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. ისინი უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

ჯორჯიან მანგანეზის მოთხოვნით, შეთანხმების დეტალები საჯარო აუდიტორიისთვის ცნობილი არ არის.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის 10 ოჯახის პროტესტი თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან თერთმეტი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ისინი ითხოვდნენ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად მათი დაზიანებული საცხოვრებელი სახლების ზიანის შეფასებას სამხარაულის ეროვნული ბიუროს ჩართულობით.

შუქრუთელები პროტესტის გამოსახატად ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ს საელჩოსთან მართავდნენ აქციას,ისინი ელჩს საქართველოს ხელისუფლებასთან შაუმდგომლობას სთხოვდნენ.
თბილისში აქციის პარალელურად ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კომპანია მზად იყო, სამხარაულის ბიუროსთვის მიენდო შუქრუთში მათი საქმიანობით გამოწვეული ზარალის შეფასება და ზარალის არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობისთვის შესაბამისი ზარალის ანაზღაურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button