ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა
სეტყვამ, რომელიც თხუთმეტ წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში საკარმიდამო ნაკვეთები,ძლიერმა წვიმამ კი, ქალაქ წნორში და მიმდებარე სოფლებში, შიდა საუბნო გზები დააზიანა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, მადონა ბატიაშვილის განმარტებით, ყველაზე მეტად სოფელი ზემო მაჩხაანი დაზარალდა.
” ძალიან ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო. ზემო მაჩხაანში საკარმიდამო ნაკვეთები დაზიანებულია.ღამით შეუძლებელი იყო, ამიტომ დილიდან უკვე მიდის შესწავლა, რა ზიანი მიადგა სოფლის გარეთ არსებულ ვენახებსა და ნაკვეთებს. დიდი ნალექისგან შიდა საუბნო გზები მცირედით დაზიანდა, რადგან ქუჩებში ნიაღვარი მოდიოდა. ამ ზიანის გამოსწორება ჩვენი ტექნიკით მიმდინარეობს”- განაცხადა ბატიაშვილმა.
ბოლო ორი თვის მანძილზე, სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი უკვე მეორე დააზარალა. დაახლოებით, ერთი კვირის წინ, ძლიერმა ქარმა სოფელ ანაგაში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.