მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტების შეჯერების მომხრეა

ოპოზიციის ნაწილი მზად არის 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტს მხარი დაუჭიროს თუ ორივე პროექტი შეჯერდება.

მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარტიები შარლ მიშელთან ერთად სწორედ შეჯერებაზე შეთანხმდნენ, თუმცა, ახლა “კანონს ყველა თავისკენ ექაჩება”.

“წინა კენჭისყრის დროს მეც და ლევანმაც მხარი დავუჭირეთ ამნისტიის ქართული ოცნების მიერ პროექტს და ვთქვით, რომ ავანსად ვუჭერთ მხარს იმის გარანტიით, რომ ის მომდევნო ჯერზე იქნება შეჯერებული. ვხედავთ, რომ შეჯერებული არ არის. შესაბამისად, არ ვაპირებთ მხარის დაჭერას და არც იმის მოსმენას ვაპირებ, რომ ვიღაცის ტყვეობაში ვარ, ბულინგის ქვეშ ვარ და ა.შ. არავის მძევალი არ ვარ, არც ბულინგის ქვეშ ვარ. რასაც არ ვეთანხმები, არ ვეთანხმები და მორჩა.

კონკრეტული პარტიის ვერსია კი არ უნდა იყოს. ჩვენ შევთანხმდით, რომ შეჯერებული ვერსია იქნებოდა. ეს არ არის შეჯერებული ვერსია. არც ერთი თმობს, არც მეორე და გვაქვს ის, რაც გვაქვს”. – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის მიუღებელია “ქართული ოცნების” დოკუმენტი და აცხადებენ, რომ მას არც მესამე მოსმენაზე დაუჭერენ მხარს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” კი არც ერთი ვარიანტი მისაღები არ არის

შეგახსენებთ, პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button