Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს კახეთში 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

77

მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა.

საქმის მასალების მიხედვით, 2020 წლის 2 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში, ბრალდებულმა მოკვლის მიზნით, ახალგაზრდა მამაკაცს, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები დანით მიაყენა.

დაჭრილს დახმარება საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალში აღმოუჩინეს და მისი გადარჩენა მოახერხეს.
ბრალდებული პოლიციამ 2020 წლის 11 სექტემბერს დააკავა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილით წარუდგინა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ და სასჯელის ზომად, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მსჯავრდებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი პირია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი