მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კვარიათში ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

რამდენიმე დღიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად კვარიათში, ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

“რამდენიმე დღიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, რომელიც ზღვიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია”, – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სანაპირო ზოლის მონიტორინგი რამდენიმე დღის განმავლობაში ცოცხალი ძალით მიმდინარეობდა. საძიებო-სამაშველო ოპერაციის დროს აქტიურად გამოყენებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფრენი საშუალება – დრონი.

მსგავსი პოსტები

Back to top button