სპორტი

თორნიკე შენგელიას ცსკა VTB ლიგის გამარჯვეულია

თორნიკე შენგელიას პირველი ტიტული მოსკოვურ კლუბში.

VTB გაერთიანებული ლიგის ფინალური სერიის მესამე შეხვედრა ცსკა-მ მოსკოვში, ყაზანის „უნიქსთან“ გამართა და დიდი გამარჯვება მოიპოვა. მასპიძლებმა სერიის ბოლო მატჩი 89:81 დაასრულეს და საერთო ანგაიშით 3:0 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო. პარკეტზე გატარებულ 35:16 წუთში თორნიკემ 19 ქულა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა აქტივში ასევე, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება ჩაიწერა.

ფაქტია, რომ ქართველმა წინახაზელმა კლუბის გამარჯვებამდე მიყვანაში დიდი წვლილი შეიტანა.

თორნიკე შენგელიამ მოპოვებული ტიტული საქართველოს დროშასთან ერთად აღნიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button