მნიშვნელოვანისპორტი

დღეს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება

დღეს, სტარტს საკონტინენტო პირველობა აიღებს და ის 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ევროპის ჩემპიონატი გრაფიკის მიხედვით შარშან, 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კოვდპანდემიის გამო გადაიდო.

მიუხედავად ამისა, ტურნირმა სახელი შეინარჩუნა და ჩემპიონატების ისტორიაში ევრო 2020 -ის სახელით შევა.

გახსნის დღეს პირველი თამაში რომში შედგება. A ჯგუფის ქვეყნებიდან ერთმანეთს იტალიის და ტურქეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

12 ივნისს პირველობაზე 3 მატჩი გაიმართება: საქართველოს დროით 17 საათზე ერთმანეთს უელსი და შვეიცარია დაუპირისპირდება. 20 საათზე დანია ფინეთს შეხვდება და 23 საათზე ბელგიის და რუსეთის ნაკრებები იბძოლებენ ქულისთვის.

ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით 11 ქალაქში ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button