მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ამნისტიის კანონის” ოპოზიციის ვერსიას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

ოპოზიციის მიერ წარდგენილ “ამნისტიის კანონს” პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა და ის 17 ხმით 61-ის წინააღმდეგ ჩააგდო.

ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად , ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს.
კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.

პარლამენტში, ასევე, განიხილება მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელის მხარდაჭერასაც “ქართული ოცნება” აპირებს.

ქართული ოცნების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
ამნისტია ვრცელდება აგრეთვე 19- 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.

ორივე კანონპროექტი 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ შემუშავდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა, რამდენიმე პუნქტს მოიცავს და ერთ-ერთი კი სწორედ 19-20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.

მსგავსი პოსტები

Back to top button