სპორტი

ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ბრინჯაოსთვის ბრძოლას აგრძელებენ

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ორთაბრძოლებში საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები, ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ძლიერ მეტოქეებთან იპონით დამარცხდნენ.

ორივე ქართველი, 100 კგ.წონით კატეგორიაში გამოდის და ისინი რეპეშაჟში მესამე ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, 32 წლის ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მოსაპოვებლად რუსეთის წარმომადგენელს, არმან ადამიანს დაუპირისპირდება;

19 წლის ილია სულამანიძე, ამავე სინჯის მედლისთვის ფრანგ ალეკსანდრ იდირს შეეჭიდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ამ დრომდე კვლავ 2 მედლითაა წარმოდგენილი. ეროვნული გუნდის მონაპოვარი ჯერჯერობით მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილის ოქრო და ტატო გრიგალაშვილის ვერცხლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button