მოზაიკამსოფლიოსიახლეები

ბეჭდების მბრძანებლის კიდევ ერთი ისტორია ამჯერად ანიმეს სახით

ბეჭდების მბრძანებლის ანიმე New Line Cinema- Warner Bros. Animaton-ის პროდუქცია იქნება. მას შექმნის რეჟისორი კენჯი კამიამა, რომლის სახელსაც უკავშირდება Ghost in the Shell, Stand Alone Complex Blade Runnerდა , Black Lotus.

ანიმეს სიუჟეტში გადმოცემული იქნება ამბები, რომელიც ტრილოგიის მოვლენებამდე რამდენიმე ასეული წლით ადრე განვითარდება. ანიმე, სახელწოდებით The Lord of the Rings: The War of the Rohirrim, ჰელმის ხრამის როჰანის მეცხრე მეფისა და იმ ომის ისტორიას მოგვიყვება, რომელმაც შუახმელეთი სამუდამოდ შეცვალა.

ანიმეს სცენარის ავტორები იქნებიან ჯეფრი ედისი და უილ მეთიუსი, რომლებმაც სერიალი – The Dark Crystal: Age of Resistance შექმნეს.  შემოქმედებით გუნდს – კონსულტაციებს The Lord of the Rings: The Return of the King-ის ოსკაროსანი სცენარის ავტორი ფილიპა ბოიენსი გაუწევს.

აღსანიშნავია, რომ ბეჭდების მბრძანებელისა და ჰობიტის ტრილოგიების ჯამურმა შემოსავალმა 6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, Return of the King კი გახლავთ 11 ოსკარის მფლობელი ნამუშევარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button